fbpx
საზოგადოება

ლარისა: 15 წლის ბიჭი სხეულის 90%-იანი დამწვრობით გარდაიცვალა

ლარისაში 14 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 15 წლის ბიჭი, რომელიც გრაფიტით ხატავდა, რელსებში ჩავარდა და დენმა დაარტყა.

თვითმხილველთა თქმით, დენის დარტყმისას მის ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი ალი მთელ სხეულზე მოედო. იქ მყოფებმა სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს და ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, მას სხეულის 90% ჰქონდა დამწვარი.

15 წლის მოზარდი სიკვდილს ამ დღეების მანძილზე ებრძოდა, საბოლოოდ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონია დღეს აგიოს ანტონიოს ეკლესიაში გაიმართება.

onalem

ტესტ