fbpx
საქართველო

ლარი ევროსთან ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

10 ნოემბრის ლარი ევროსთან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ოფიციალური კურსით ერთი ევრო 3.0882 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.7 თეთრით მეტია.

დღესვე ლარი დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.6499 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.3 თეთრით მეტია.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განაცხადებით, ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, რადგანაც კურსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებს პოზიტიური დინამიკა აქვთ:

“რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება”, – ამბობს მესტვირიშვილი.

 

onalem

ტესტ