fbpx
საბერძნეთი

ლამიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სადგურის შენობას შეეჯახა: დაშავებულია ორი ადამიანი

დღეს, დაახლოებით 05:40 საათზე, ლამიას სადგურში, მატარებელი თავად სადგურის შენობას შეეჯახა და ფაქტობრივად შუაზე გაჭრა, მძღოლი კი გაიქცა.

მატარებელი ლიანოკლადი-სტილიდას რეისს ასრულებდა, როდესაც სადგურში მდებარე შენობას დაეჯახა და შედეგად, ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი დაშავდა, რომელიც შენობაში მოჰყვა. მისი ამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს.

მეორე დაშავებული კი მატარებლის მგზავრია. ინციდენტისას მატარებელში სულ რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი მატარებლის არასწორი მიმართულებით წასვლა გახდა.

მატარებლის მძღოლი შეჯახების შემდეგ რამდენიმე წუთში გაუჩინარდა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში გამოცხადდა.

დადგინდა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იყო:

“პანიკაში და შოკში ვიყავი. ნელა მივდიოდი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, როცა მატარებელი სადგურში შედის. წარმოდგენა არ მაქვს, როგორც დავეჯახე შენობის კედელს,” ამბობს მძღოლი.

onalem

ტესტ