ლამია: ბერძენ პოლიციელს გოგონებისთვის ფოტოების გადაღებაში ადანაშაულებენ

ინციდენტი ლამიას ცენტრში მოხდა და პოლიციის ოფიცერს უკავშირდება, რომელიც სამი შვილის მამაა.

ერთ-ერთ პარკში მამაკაცმა პოლიციელს დაარტყა და აცხადებდა, რომ ის მის შვილიშვილ გოგონას, რომელიც 18 წლის არის, ფოტოებს უღებდა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქუჩის კვეთაზე გოგონები სანაპიროდან ბრუნდებოდნენ და საცურაო კოსტიუმები ეცვათ. ისინი შენობასთან გაჩერდნენ, რომელშიც ერთ-ერთი ცხოვრობს და საუბრობდნენ. სწორედ ამ დროს მათ შენიშნეს მამაკაცი, რომელიც მანქანიდან ფოტოებს უღებდათ.

გოგონამ სწრაფად აკრიფა “100” და ასევე დაურეკა თავის ბაბუას. მამაკაცმა კიდევ ორ მეგობარს უხმო და მიმდებარე პარკში პოლიციელს წააწყდნენ, რომელსაც ცემა დაუწყეს. გოგონები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელი სწორედ ის კაცი იყო, რომელიც ფოტოებს უღებდა.

ოფიცერი ბრალდებებს უარყოფს. თუმცა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

melano

ტესტ