fbpx
საზოგადოება

ლამია: მამაკაცი, რომელიც სახურავიდან ხტებოდა, პოლიციელმა გადაარჩინა (ვიდეო)

35 წლის მამაკაცი ლამიის ცენტრში, სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა – პოლიციელმა მისი დაჭერა მოახერხა, სწორედ იმ მომენტში, როცა ის მუქარის შესრულებას აპირებდა.

მამაკაცი ბოშაა და მან ეს გადაწყვეტილება რთული ეკონომიკური პირობებისა და საცხოვრებლის არ ქონის გამო მიიღო. დღეს დილით ის სახურავზე ავიდა და სიცოცხლის დასრულებას აპირებდა.

ინციდენტი 14:45 საათზე მოხდა.

მისი ოჯახის პრობლემები 5-6 თვის წინ დაიწყო, როცა 7 სულიანმა ოჯახმა საცხოვრებელი დაკარგა. მას შემდეგ ისინი ყოველდღე ცდილობენ გამოსავლის პოვნას, თუმცა, უშედეგოდ.

მამაკაცის დანახვისას ადგილბრივებმა პოლიციას შეაყობინეს და ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დაჭერა უკანასკნელ წამს შეძლო.

ის სიკვდილს გადარჩა, თუმცა, უდაოა რომ ოჯახს სოციალური სამსახურების დახმარება სჭირდება.

onalem

ტესტ