fbpx
კრიმინალი

ლამია: ბერძენ 34 მამაკაცს უცხოელი ქალი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი – საქმეში ინტერპოლი ჩაერთო

ლამიიდან შოკისმომგვრელი ამბავი ვრცელდება. ბერძნული მედია იუწყება, რომ 34 წლის ბერძენ მამაკაცს საფრანგეთის მოქალაქე მისივე სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. ამჟამად ის დაპატიმრებულია.

კერძოდ, 34 წლის მამაკაცმა 40 წლის ფრანგი ქალი 3 წლის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. ისინი ამ გზით კონტაქტობდნენ, თუმცა, ურთიერთობა შეწყვიტეს. ბოლო რამდენიმე დღის წინ კი მამაკაცი ქალს კვლავ დაუკავშირდა და დაარწმუნა, საბერძნეთში ჩამოსულიყო. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა.

ჩამოსვლის შემდეგ, 34 წლის მამაკაცი ქალის სახლში მივიდა, რომელიც ქალაქის ცენტრში, პირველ სართულზე მდებარეობს. LamiaReport-ის თანახმად ბერძენმა ის ოთახში ჩაკეტა და ასე ამყოფებდა 3 დღის განმავლობაში.

მოგვიანებით, უცნობია როგორ, თუმცა, 40 წლის ფრანგმა საკუთარ მამასთან დაკავშირება მოახერხა და ამის შემდეგ საქმეში ინტერპოლი ჩაერია.

შაბათს დილით პოლიციის ოფიცრებმა მობილურის სიგნალის მეშვეობით ბინის მისამართი დაადგინეს და ადგილზე მივიდნენ.

ქალი გაათავისუფლეს, 34 წლის მამაკაცი კი დააკავეს. ასევე დაკავებულია 24 წლის ქალი, რომელმაც მამაკაცის ქმედებების შესახებ იცოდა, თუმცა, პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

უცნობია, რა მოტივით ჰყავდა 34 წლის ბერძენ მამაკაცს ფრანგი ქალი მძევლად.

onalem

ტესტ