fbpx
კრიმინალი

კვიპროსზე 4 ქართველი ქალი დააკავეს

კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

4 ქალი სამართალდამცველებმა ქალაქ პაფოსში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღების მიზნით, საემიგრაციო სამსახურში მივიდნენ, ადგილზე კი საბერძნეთისა და ლიეტუვის ყალბი პასპორტები წარადგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დაკავებულების ასაკი 27-დან 38 წლამდეა. სასამართლომ მათ ყალბი საბუთების გამოყენების, უკანონოდ დასაქმების მცდელობისა და კვიპროსის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებმა აღიარეს, რომ ყალბი პასპორტები საქართველოში შეიძინეს.

onalem

ტესტ