კვიპროსი: ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალები – 40 სასიკვდილო ჭრილობა

ამბავმა, რომელიც გუშინ კვიპროსზე მოხდა, მთელი საბერძნეთი და კვიპროსი შეძრა. ახლა კი საზარელი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ცოლ-ქმრის ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მიღებული დასკვნების მიხედვით, ეს არის დანაშაული, რომელიც უკიდურესი ბრაზით, ზიზღითა და  სიძულვილით არის ჩადენილი. საბრალო წყვილს ძილში დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენეს.

“ისინი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, რადგან მკვლელობის მომენტში ეძინათ. პირველი ჭრილობა, სავარაუდოდ, მოყენებულია ხელებში, რადგან პირველი, რასაც ადამიანი ამ დროს აკეთებს, ხელების საშუალებით თავის დაცვაა. ქალს 10 ჭრილობა კისრის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ხოლო 30 მხრებისა და ფეხების არეში. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მკვლელი ძალიან ძლიერია და ამავე დროს ძალიან გაბრაზებული. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალიც და კაციც იგივე იარაღით მოკლეს,” აცხადებს კორონერი ელენი ანტონიუ.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა წყვილის 15 წლის ვაჟი, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ თავდამსხმელებმა გაქცევის საშუალება მისცეს და უთხრეს, რომ მისთვის არაფრის დაშავებას არ აპირებდნენ.

მისი ნათქვამი ოფიცრებისთვის ბუნდოვანია. ბიჭი წყვილს შვილად ჰყავდა აყვანილი და რუსული წარმომავლობისაა.

melano

ტესტ