fbpx
საზოგადოება

კვიპროსი: ბერძენი ქალი ქორწინებიდან რამდენიმე საათში დააკავეს

კვიპროსის პოლიციამ 42 წლის ბერძენი ქალი დააკავა. ის მანქანას უკონტროლოდ მართავდა, არ ჩერდებოდა შუქნიშანზე და როდესაც პოლიციამ მისი შეჩერება სცადა, ოფიცრებს თავს დაესხა.

კერძოდ, პოლიციის განცხადებით, ის შუაღამეს, 02:50 საათზე, პაფოსის ტერიტორიაზე პატრულირებისას შენიშნეს, როდესაც წითელზე გაიარა და შესაჩერებლად აედევნნენ.

როდესა მანქანა გააჩერეს, საჭესთან 42 წლის ბერძენი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ქორწილი ჰქონდა და როგორც ჩანს, ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა, ცხადია, ამას უარყოფდა.

მან პოლიციის დადანაშაულება დაიწყო, ხოლო როცა ოფიცრებმა მისი მანქანიდან გადმოყვანა სცადეს, მათ თავს დაესხა.

როგორც გაირკვა, მას იმ დღეს ქორწილი მართლაც ჰქონდა, რადგან მანქანა ჯერ კიდევ მორთული იყო. ქალმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, ხოლო შემდეგ  გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ