fbpx
კრიმინალი

კვიპროსი: 7 წლის მანძილზე ქალს სახლი, მანქანა და დიდი რაოდენობით თანხა გამოსძალეს

შოკისმომგვრელი ინციდენტი კვიპროსზე მოხდა. საჩივრის შეტანის შემდეგ გამოააშკარავდა, რომ ქალს 7 წლის მანძილზე აშანტაჟებდნენ და მასზე უწყვეტად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად. ემუქრებოდნენ, რომ გაუვრცელებდნენ ვიდეოს, რომელზეც ინტიმური კადრები იყო აღბეჭდილი, მისი მონაწილეობით. ქონების ღირებულება, რომელიც ქალისგან შანტაჟის გზით მიიღეს, 120, 000 ევროზე მეტია.

“Πολιτης”-ის ინფორმაციით, ქალი სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 7 წლის მანძილზე მისგან მიითვისეს მისი საცხოვრებელი ბინა, მანქანა და დიდი რაოდენობით თანხა.

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულია ორი კვიპროსელი, მათი ასაკია 46 და 57 წელი. პოლიცია ეძებს მესამე ეჭვმიტანილსაც.

ქალი ამ დრომდე ჩუმად იყო და მათ “ბრძანებებს” ასრულებდა.

პირველმა დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა, თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ქალს ფულს ამიტომ სძალავდა. თუმცა, ცხადია ეს ტყუილი იყო. მეორე კი საქმესთან კავშირს უარყოფს.

აღსანიშნავია ფაქტიც, რომ პოლიციის ვარაუდით, საქმე გვაქვს დიდ და ძლიერ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და დაკავებულები მხოლოდ მისი წევრები არიან. დაჯგუფება შესაძლოა საბერძნეთის მასშტაბითაც მოქმედებდეს.

onalem

ტესტ