fbpx
საზოგადოება

კვიპროსელი ექსპერტები: ” ავარიის დროს მანქანას პადელიდი არ მართავდა”

აღნიშნული საქმის შესახებ დასკვნებზე სასაუბროდ ათენში კვიპროსელი ექსპერტები ჩამოდიან. პადელიდის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ათენის რაიონულ სასამართლოში მოსმენა პარასკევს გაიმართება.

როგორც ცნობილია, პადელიდის ოჯახი დაუპირისპირდა ექსპერტების მიერ ბოლოს მიღებულ დასკვნებს, რომლის მიხედვითაც საბედისწერო დღეს პადელი მანქანას თავად მართავდა. სწორედ ამის გამო მათ დაიქირავეს საგზაო შემთხვევების კვიპროსელი ექსპერტები.

მათ მიერ მიღებული შედეგები სრულიად სხვაგვარია. საკვანძო საკითხი კი არის ის, რომ მათი თქმით, პადელიდი ავარიისას მანქანის საჭესთან არ იჯდა, არამედ გვერდით.

ისინი პარასკევს კონკრეტულად ახსნიან, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნებამდე.

როგორც ცნობილია, პადელიდის დაზიანებები მიყენებული ჰქონდა მარცხენა მუხლზე. თავის დარტყმამ კი მისი გარდაცვალება გამოიწვია.

თითოეული მგზავრის სხეული ავარიისას გადასროლილი იყო მარჯვნივ, რადგან არცერთი მათგანი არ ატარებდა უსაფრთხოების ღვედს.

კონკრეტული დეტალები სასამართლოს შემდეგ გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ