კვებეკის მერმა უარი განაცხადა სკოლის სასადილოდან ღორის ხორცის ამოღებაზე

meri

კანადაში, მუსულმანმა მშობლებმა მონრეალსა და მის გარეუბნებში მდებარე სკოლების სასადილოებში ღორის ხორცის ამოღება მოითხოვეს, რაზეც დორვალის (მონრეალის მახლობლად) მერმა უარი გადაცხადა. ოქტომბერში ქალაქის კლერკმა ყველა მშობელს ნოტა გაუგზავნა, რათა უარის მიზეზი მათთვის გასაგები ყოფილიყო.
-„მუსულმანებმა უნდა გაიგონ, რომ ადაპტირება უნდა მოახდინონ კანადასთან და კვებეკთან. მათი ჩვევები და ტრადიციები უნდა დატოვონ იქ, საიდანაც ემიგრაციაში წამოვიდნენ. მუსულმანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კანადელები არ არიან რასისტები, არ არიან ქსენოფობები, აქ მუსულმანებზე ადრე სხვა მიგრანტები ჩამოვიდნენ. ისევე, როგორც სხვა ხალხი, კანადელები არ აპირებენ უარი თქვან საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაზე. და თუ კანადამ თავის მიწაზე ემიგრანტები მიიღო, ეს დორვალის მერს კი არ გაუკეთებია, მთლიანად კანადელმა ხალხმა მიიღო ისინი.
და ბოლოს, მუსულმანებმა უნდა გაიგონ, რომ კანადაში, თავისი იუდეო-ქრისტიანული ფესვებით, საახალწლო ნაძვის ხეებით, ეკლესიებითა და რელიგიური ფესტივალებით, რელიგია პირადულია თითოეული ადამიანისთვის.
მუნიციპალიტეტი მართალი იყო, როცა არ წავიდა ისლამთან და შარიათთან დათმობებზე. თუ თქვენ არ მოგწონთ სეკულარიზმი კანადაში და არ გრძნობთ თავს კომფორტულად აქ, არის 57 მუსულმანური ქვეყანა, მათი დიდი ნაწილი ნაკლებად დასახლებული, რომელიც ფართოდ გაშლილი ხელებით მიგიღებთ.
მაგრამ რადგან თქვენ, თქვენი ქვეყანა კანადის გამო დატოვეთ, ეს ნიშნავს, რომ აქ ცოხვრება თქვენთვის უკეთესია, მაშინ თუნდაც ერთხელ დაუსვით თქვენს თავს კითხვა-რატომ?
სასადილოები ღორის ხორცის მენიუთი პასუხის ერთ-ერთი ნაწილია. თუ თქვენ იმ აზრით ჩამოხვედით, რომ შეგვავიწროვებთ და საბოლოოდ გაბატონდებით აქ, მაშინ ახლავე დაიწყეთ ჩაბარგება და გაბრუნდით უკან. ჩვენს ქვეყანაში არ არის ადგილი თქვენთის და თქვენი იდეოლოგიისთვის. თუ თანახმა ხართ მიიღოთ ეს წინადადება, დარჩით, თუ არადა მოემზადეთ წასასვლელად!“

livejournal.com