კუველის: ეგეოსში “საომარი” მდგომარეობა არსებობს

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ – ფოტის კუველიმ გააკეთა განცხადება რითაც აღნიშნავს, რომ არსებობს საომარი მდგომარეობა ეგეოსში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამხედრო ძალების წყობასთან და მოქმედებთან დაკავშირებით, კონკრეტულად საჰაერო ძალების, კერძოდ პილოტებზე. ასევე კომენტარი დატოვა თურქეთის პრეზიდენტის განცხდებასთან დაკავშირებით.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო ფლობს ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის წევრების ქმედებაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ირკვევა, რომ თურქეთის სანაპირს დაცვის წევრებმა ჩამოხსნეს საბერძნეთის დროშა ეგეოსის კუნძულიდან. თავდაცვის მინისთრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სისტემატიურად ღებულობს ინფორმაციას კომპეტენტური პირებისგან ორი ბერძენი ჯარის კაცის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა ერდოღანზე და გილდირიმზე და თქვა, რომ ისინი სამართლიანობას აღიქვავენ ინდივიდუალურად, ასევე დაამატა, რომ ორი ბერძენის ჯარის კაცის დაპატიმრების ვადა არის ძალიან დიდი და უსაფუძვლო.

მინისტრის მოადგილემ თავის განცხადებაში აღნიშნა „ნატო“-ს გენერალური მდივნის კომენტარიც, რომელმაც მოუწოდა ურთიერთობის დალაგება საბერძნეთს და თურქეთს შორის. გენერალურმა მდივანმა გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზეც, რომ საბერძნეთის მოქმედებებით არასდროს არ მომხდარა ურთიერთობების დაძაბვა.