fbpx
საბერძნეთი

კუნძულზე ერთი დღით – ათენთან ახლოს მდებარე 5 კუნძული

უკვე დადგა სეირნობის, ზღვაზე წასვლისა და რუჯის მიღების ამინდები. თქვენ არ გჭირდებათ შვებულების ან არდადეგების ლოდინი იმისთვის, რომ კუნძულს ესტუმროთ. ჩვენ გთავაზობთ არაჩვეულებრივი კუნძულების სიას, რომლებიც ათენთან ძალიან ახლოს არის. აქ შეგიძლიათ დაუვიწყარი უქმეები გაატაროთ.

ჰიდრა

გლამურული კუნძული, რომელიც ისტორიაში მოგზაურობას გთავაზობთ. არ გამოტოვოთ ვირით გასეირნება! ეს ნამდვილად ღირს! ათენიდან ჰიდრა მხოლოდ 1 საათისა და 50 წუთის სავალზეა პირეოსის პორტიდან.

ეგინა

ეგინა გაგაკვირვებთ როგორც თავისი ისტორიული ღირშესანიშნაობებით, ასევე ბუნებრივი სილამაზით. აქ არის გამწვანება, ფიჭვის ტყეები, ზეთისხილის პლანტაციები და ზოგადად უნიკალური ატმოსფერო. კუნძული ათენიდან მხოლოდ საათნახევრის სავალზეა.

სპეცესი

არგოლისის ყურის არაჩვეულებრივი კუნძული, თანამედროვე კომფორტის დონით. ათენიდან სპეცესზე შეგიძლიათ 2 საათსა და 50 წუთში ჩახვიდეთ.

აგისტრი

აგისტრი პატარა მწვანე კუნძულია, კრისტალურად სუფთა წყლით, ის ეგინასთან ძალიან ახლოსაა. ეს საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ყოველდღიურობასთან მოშორება და მშვიდი ბუნებით ტკბობა სურს. პირეოსიდან აგისტრი მხოლოდ 2 საათისა და 55 წუთის სავალზეა.

ევია

ევია მეორე უდიდესი კუნძულია ქვეყანაში. აქ ყველაფერია ბრწყინვალე დასვენებისთვის – უამრავი ღირშესანიშნაობა, სუფთა ჰაერი, ულამაზესი სანაპიროები. კუნძული საუკეთესო ტურისტული მომსახურებითაა ცნობილი და შეგიძლიათ  დაუვიწყარი უქმეები გაატაროთ. რაფინას პორტიდან ევიას პორტში მისასვლელად მხოლოდ 1 საათი დაგჭირდებათ.

onalem

ტესტ