fbpx
სხვადასხვა

კუნძულ ზაკინთოსზე გადაღებული სელფის ფატალური შედეგი

კუბელი ტურისტის სიცოცხლე, რომელიც კლდიდან სარისკო სელფის გადაღებას ცდილობდა, ფატალურად დასრულდა. ის გადავარდა და გარდაიცვალა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 23 წლის გოგონას სხეული ნავაგიოს სანაპიროზე იპოვეს. ის სწორედ მაშინ გადავარდა, როდესაც ტელეფონით საკუთარ თავს ფოტოს უღებდა.

ნავაგიოს სანაპირო მსოფლიოში ცნობილია. ამ ადგილს ყოველდღე უამრავი ტურისტი და ტურისტთა ჯგუფი სტუმრობს, რათა ჩაძირულ გემთან შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღონ.

ჯერჯერობით, პოლიციას არ აქვს ზუსტი და გარკვეული პასუხი, თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, იყო ეს უბრალოდ წონასწორობის დაკარგვა, თუ გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილის ნივთები და მობილური ტელეფონი კლდეზე იყო დარჩენილი. შესაძლოა, ტურისტს უბრალოდ თავის მოწონება სურდა, კლდეზე საშიშ ადგილას ასვლით, თუმცა, ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს შემთხვევის გარემოებებს.

ასევე, ზაკინთოსზე არიან პარაშუტით ხტომის მოყვარულები, რომლებიც პროფესიონალი ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და მათი არცერთი ხტომა ტრაგიკური შედეგით არ დასრულებულა.

onalem

ტესტ