fbpx
საზოგადოება

კუნძულ სამოსზე ექიმები აბორტის გაკეთებაზე უარს ამბობენ

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულ სამოსის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგებმა ერთხმად თქვეს უარი ფეხმძიმე ქალებისთვის ანესთეზიის გაკეთებაზე, რომელიც აბორტის პროცედურისთვის არის განკუთვნილი. გავრცელებული ცნობით, ეს მორალური პრინციპია.

საავადმყოფოს მართვის წერილობით განცხადებაში, რომელიც თანამშრომლებს წარედგინათ, ნათქვამია, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ტკივილგამაყუჩებლის გაკეთებისგან ორსულობის ფონზე.

ექიმებმა გადაწყვიტეს დაეყრდნონ სამედიცინო ეთიკის კოდექსს (3418/2005 კანონის 31-ე მუხლი), რომლის თანახმადაც ექიმს აქვს უფლება, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, კონკრეტულად ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა და პაციენტის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობას არ აქვს უფლება, დაავალდებულოს ექიმები, მონაწილეობა მიიღონ აბორტის პროცედურაში.

onalem

ტესტ