კუნძულ პაქსოსთან ნავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე წუთში ჩაიძირა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ პაქსოსთან მოტორიან ნავზე ცეცხლი გაჩნდა. მგზავრების გადარჩენა, რომლებიც ამ დროს ბორტზე იმყოფებოდნენ, მოხერხდა. ადგილზე მუშაობდა სანაპირო დაცვა და სახანძრო ბრიგადა.

ისინი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, მაგრამ ნავი რამდენიმე წუთში ჩაიძირა.

ნავის დანიშნულების პუნქტი ერთ-ერთი კუნძული იყო. როგორც ეკიპაჟის ოთხივე წევრი ამბობს, ცეცხლის გაჩენამდე, მათ ძლიერი ხმაური გაიგეს, შემდეგ ნავი ცეცხლში სწრაფად გაეხვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნავი კერძო საკუთრებაა, რომელიც მსურველებს ყოველდღიურ ტურებს სთავაზობს, კუნძულების მიმართულებით.

 

 

melano

ტესტ