fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კუნძულ მიკონოსზე დაკავებული ნარკოდილერების ჯგუფი

კუნძულ მიკონოსზე საბერძნეთის პოლიციამ ნარკოდილერთა დაჯგუფება დააკავა. ისინი კოკაინსა და მარიხუანას ტურისტებზე ყიდდნენ.

კერძოდ, დაპატიმრებულია 5 ადამიანი, რომლებიც ე.წ. მიმწოდებლებთან თანამშრომლობდნენ, რათა საქონელს ტურისტებამდე მიეღწია.

საბერძნეთის პოლიციამ შესაბამისი ინფორმაციის ანალიზისა და დამნაშავეთა პროფილების შექმნის საფუძველზე შეძლო დანაშაულებრივი ჯგუფის იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

დამნაშავეთა სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 21 გრამი კოკაინი, 69,2 გრამი მარიხუანა და 20, 000 ევრო, ნაღდი ფულის სახით.

დაკავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პროკურატურაში.

onalem

ტესტ