fbpx
საბერძნეთი

კუნძულ კოს ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილია

კუნძულ კოსზე მომხდარმა მიწისძვრამ ტურიზმის სფეროს საქმიანობა გარკვეულწილად შეაფერხა. თუმცა, როგორც ტურიზმის მინისტრი ელენა კუნდურა აცხადებს, სიტუაცია უკვე დასტაბილურდა.

სამინისტროების ორგანიზებული მუშაობის შედეგად, კუნძულზე უსაფრთხოდ შესვლა უზრუნველყოფილია.

გასული კვირის ბოლო დღეებში, ის ადგილები, სადაც მიწისძვრამ ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდა, სრულად აღადგინეს. ეს ძირითადად ეხება პორტებს, რომლებიც კოსს ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებთან და თურქეთის სანაპიროსთან აკავშირებს.

ასევე ცნობილია, რომ კუნძულის აეროპორტი ნორმალურად ფუნქციონირებს: ფრენები განსაზღვრულია ყველა საერთაშორისო მიმართულებით.

onalem

ტესტ