fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ იდრაზე გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ

კუნძულზე ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული პრობლების გარდა, რომელიც კვირას გამთენიის 5.30 საათიდან არსებობდა და სულ ერთი საათის წინ აღდგა, წყალიც არ მიეწოდებოდათ, რადგან კუნძულის სადესანტო ერთეული ელექტრო ენერგიაზე მუშაობს.

ეს ნიშნავს, რომ, როდესაც მარაგი მოხმარდა, ონკანები დაშრა.

ატიკის რაიონმა გუშინ საღამოს კუნძულზე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, ხოლო საზღვაო ფლოტის დახმარებით კუნძულზე წყალი გადაიტანეს. გემმა იქ დილით, დაახლოებით 3 საათისთვის ჩააღწია.

გვიან ღამით, დაძაბულობა იყო იდრას პორტში, სადაც ტურისტები ეძებდნენ ბილეთს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ.

DEH-ის ტექნიკოსთა თავმჯდომარემ, კოსტას მანიატისმა განაცხადა, რომ ზიანი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, წყალქვეშა საკაბელო დაზიანებამ გამოიწვია.

onalem

ტესტ