კრიზისის პერიოდში საბერძნეთში ფსიქიატრების რაოდენობა გაიზარდა

Eurostat-ის მიხედვით, 2011-დან 2016 წლამდე პერიოდში, საბერძნეთში ფსიქიატრების რიცხვის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა.

ევროპის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფსიქიატრების რაოდენობა 37,8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2011 წელს, Free Press-ის თანახმად, 100.000 მოსახლეზე ფიქსირდებოდა 16.62 ფსიქიატრი, 2016 წელს კი, იმავე მაჩვენებელმა 22.9-მდე აიწია.

ზემოთ აღნიშნული მონაცემებით, საბერძნეთი ევროპაში მე-3 ადგილზეა. მხოლოდ გერმანიასა (27 ფსიქიატრი 100,000 მოსახლეზე) და ფინეთში (24 ფსიქიატრი 100,000 მოსახლეზე) ფიქსირდება მასზე მაღალი მაჩვენებელი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი ფსიქიატრთა რაოდენობის ზრდის კუთხით, ბოლო 5 წელიწადში მოექცა ლიდერთა შორის.

 

melano

ტესტ