fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრიზისის მიუხედავად, ბერძნები საკვებს ყიდულობენ, ხოლო შემდეგ ყრიან!

კრიზისის მიუხედავად, საბერძნეთის მოსახლეობა ყოველწლიურად ასობით კგ საჭმელს ყრის. აღნიშნულ ტენდენციას ევროპული ჭირი უწოდეს, რადგან ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით გახშირდა.

ევროპის მხოლოდ ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 173 კგ საკვებს ყრის. მსოფლიოში გადაყრილი საკვების 1/3 იყრება სახლებიდან, სუპერმარკეტებიდან და რესტორნებიდან.

ევროპაში ყოველ წელს მთლიანობაში 88 მილიონი ტონა საჭმელი იყრება, ხოლო აქედან 46,5% მოდის ოჯახებიდან გადაყრილ საკვებზე.

ბოლოს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ბერძნები არ ყრიან საკვებს იმიტომ, რომ ის გაფუჭდა. თუ სანაგვე ყუთებში ჩაიხედავთ, იქ ნახავთ ბოსტნეულს, ხილს, მოხარშულ საკვებს, პურსა და რძის პროდუქტებს.

ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი, როგორც პროფესორი კატია ლაზარიდისი ამბობს, არის ბერძნების გადამეტებული სურვილი, სუფრასთან გამოიყურებოდნენ, როგორც მდიდრები, განსაკუთრებით ეს ეხება სადღესასწაულო დღეებს.

გარდა ამისა, ისინი არ გეგმავენ მთელი კვირის მენიუს და ყიდულობენ მხოლოდ ერთი-ორი დღისთვის, რაც ჩვეულებრივ ზედმეტი აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ბერძნები ხშირად ყრიან საკვებს ვარგისიანობის ვადებზე დაკვირვების გარეშე.

 

 

 

 

 

onalem

ტესტ