fbpx
საბერძნეთი

კრიზისის მიუხედავად ბერძნები დიდი რაოდენობით საჭმელს ყრიან

როგორც აღმოჩნდა, საბერძნეთის მასშტაბით სანაგვე ყუთებში დიდი რაოდენობით საკვები ყრია. თუმცა, ეს ისეთი საკვებია, რომელიც გამოყენებისთვის ვარგისია.

საბერძნეთი 10 ევროპული ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელშიც ნაგავთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. 2012 წელს 2 მილიონი ტონა საკვების ნარჩენი გადაიყარა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 200-ზე მეტი დაწესებულება, სადაც ადამიანებს უფასოდ შეუძლიათ მიირთვან. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღიან შიმშილს უძლებს, ქუჩაში ცხოვრობს.

ჯერჯერობით საბერძნეთში არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საკვების გადაყრის პრობლემას დაარეგულირებს და შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საბერძნეთს არ ეხება. ამ ყველაფერს გლობალური სახე აქვს. ევროპის კავშირში 28 ქვეყნიდან მხოლოდ 18 მათგანს აქვს კონტროლი ამ საკითხზე.

სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს ევროკავშირის ქვეყნის თითოეული მოქალაქე წლიურად 173 კილოგრამ საჭმელს ყრის. 2011 წლის მონაცემებით, ევროკავშირი თითოეულ ადამიანზე 865 კგ საკვებს აწარმოებს. გამოდის, რომ პროდუქტის 20% სანაგვეზე ხვდება.

onalem

ტესტ