fbpx
პოლიტიკა

კრიტიკული კვირა ბერძენი ჯარისკაცებისთვის – მათი მშობლები ადრიანოპოლში ჩავიდნენ

ეს კვირა თურქეთში დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცისთვის კრიტიკული იქნება – გამოძიება მათი მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაციის ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

აღნიშნული შედეგები, სავარაუდოდ, განსაზღვრავს გასამართლდებიან თუ არა ისინი ჯაშუშობის ბრალდებითაც. ამავე დროს ცნობილი გახდება, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის გაათავისუფლებენ მათ.

ორივე ჯარისკაცის მშობლები თავიანთ შვილებთან დილით ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ისინი ორესტიადაში საკითხის განსახივლელად ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან.

onalem

ტესტ