fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრიმინალური სქემა: ყალბი ქორწინება და შვილად აღიარების დოკუმენტი

დანაშაულებრივ ჯგუფს ბრალად ედება ყალბი ქორწინების აქტების გაფორმება და შვილად აღიარების ყალბი დოკუმენტების გაცემა.

კერძოდ, დანაშაულებრივ სქემაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ბუღალტერი, ადვოკატი, 4 ნოტარიუსი და მათი სხვა თანამზრახველები.

როგორც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, სქემა ორგანიზებული იყო 59 წლის ქალის მიერ, რომელიც მთავარი ბუღალტერია. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია მისი და მისი ”მარჯვენა ხელის”, 38 წლის ადვოკატის წინააღმდეგ.

პოლიციის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ატიკის სხვადასხვა ნაწილში 12 ადამიანი დააკავეს (მათ შორის, აღნიშნული ბუღალტერი და 4 ნოტარიუსი. 38 წლის ადვოკატი და კიდევ ერთი 30 წლის ეჭვმიტანილი ძებნაში არიან.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამ დანაშაულებთან კიდევ 76 ადამიანია დაკავშირებული.

ერთ-ერთი საქმე ასეთია: ადვოკატმა და ბუღალტერმა იპოვეს ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა უკანონო შვილები. მათ ის დაარწმუნეს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბერძენი მამაკაცი ბავშვებს შვილად აღიარებდა, ხოლო ამ საბუთის საშუალებით, ის საბერძნეთში ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მოიპოვებდა.

onalem

ტესტ