კრეტაზე გაუჩინარებული 35 წლი ქალი 11 დღის შემდეგ გამოჩნდა

კუნძულ კრეტაზე 35 წლის გარიფალია სამიოტაკი 31 აგვისტოს, საღამოს გაუჩინრდა. 11 დღის მანძილზე მისგან არაფერი ისმოდა.

დღეს დილით ის პოლიციაში მივიდა და დაადასტურა, რომ ცოცხალი და უვნებელია.

35 წლის ქალს ორი შვილი ჰყავს, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნება. ოჯახი მოხარულია, რომ ის სახლში უვნებელი დაბრუნდა. თუმცა, არ ავრცელებენ ინფორმაციას ქალის გაუჩინარების მიზეზებისა და დეტალების შესახებ.

სამიოტაკი მას შემდეგ დაიკარგა, რაც წვეულებიდან ბრუნდებოდა, სადაც შვილებთან ერთად მივიდა. ამ დღის შემდეგ პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.