fbpx
საბერძნეთი

კრეტაზე გარდაცვლილი ტურისტი

ფინელი ტურისტი, რომელიც კუნძულ კრეტაზე დასასვენებლად იყო ჩასული, 2 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა. ინციდენტი ხანიაში სოფელ პლატანიაში მოხდა.

მამაკაცი პარასკევს დილით გამვლელმა იპოვა. ის დაახლოებით 65-დან 75 წლამდეა, გვამი მეხანძრეებმა ამოიტანეს თხრილიდან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ხუთშაბათს დაიღუპა.

გადაუხურავი თხრილი ერთ-ერთი კერძო შენობის საკუთრებაა, რომელიც რესტორანთან ახლოს მდებარეობს.

გარდაცვლილის სხეული ადგილობრივ მორგში წაიღეს და აუტოფსიის შედეგად დადგინდება, ზუსტად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

onalem

ტესტ