fbpx
კრიმინალი

კრეტაზე ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს მფლობელს ესროლეს

პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის ყველაფერს აკეთებს. ბერძნული მედია იუწყება, რომ ხანიაში მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს მფლობელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

cretapost-ს ცნობით, ინციდენტი დღეს დილის საათებში მოხდა. უცნობებმა სასტუმროს მეპატრონეს რამდენჯერმე ესროლეს.

48 წლის მამაკაცი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მან მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო.

დაზარალებულმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და რა მიზეზით დაესხა მან თავს.

onalem

ტესტ