fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: 40-50 წლის უცხოელი ქალი ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს

პოლიცია კრეტაზე, რეთიმნოში მომხდარ იდუმალებით მოცულ ინციდენტს იძიებს. დღეს დილით ქალაქის სანაპიროსთან ახლოს ქალის გვამი იპოვეს. ის უცხოელია, თუმცა, ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია მის ეროვნებასთან დაკავშირებით.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, დილით პოლიციაში შევიდა ზარი, რომლის მიხედვითაც ზღვაზე მოცურავე სხეულს ხედავდნენ, რომელიც ადამიანს ჰგავდა.

სამართალდამცველები და მაშველები ადგილზე გამოცხადდნენ და ქალის გვამი წყლიდან ამოიტანეს.

არსებული ვარაუდით, ქალი დაახლოებით 40-50 წლისაა და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როცა ის იპოვეს, სრულიად შიშველი იყო.

onalem

ტესტ