კრეტა: ყოველდღე 35 კილომეტრი სკოლამდე და ყველაზე მაღალი ქულები გამოცდებში!

18,620 ქულით გიორგოს ვრიგიონაკისმა უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა.

მისი შემთხვევა არის მაგალითი, რომელიც გვახსენებს სტუდენტებს, რომლებიც 90-იან წლებში და უფრო ადრე, სწავლა სწყუროდათ და ამის გამო კილომეტრებს გადიოდნენ. გიორგოს ვრიგიონაკისმა, აგიოს ნიკაოლაოსიდან, ათენის აგრარულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად 18,620 ქულის მიღება მიახერხა.

ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში სტუდენტისთვის და შემდეგ მისი ოჯახისთვის. ვინაიდან გიორგო არ სწავლობდა აგიოს ნიკოლაოსში მდებარე სკოლაში, არამედ იერაპეტრაში, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა სოფლის მეურნეობას მიჰყოლოდა.

ორი წლის მანძილზე, ყოველ დღე, ბიჭი აგიოს ნიკოლაოსიდან იერაპეტრამდე 35 კილომეტრს გადიოდა, რათა გაკვეთილებს დასწრებოდა. გიორგო აღფრთოვანებულია საკუთარი შედეგებით და ამბობს, რომ ოცნება აუხდა.