fbpx
საზოგადოება

კრეტა: 47 წლის უცხოელი მამაკაცი საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გადმოვარდა

შემთხვევა კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა. გაურკვეველ ვითარებაში ღამის 04:00 საათზე 47 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გადმოვარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი საავადმყოფოში პარასკევს მოათავსეს. ის ფანჯრიდან გადმოვარდა და თანამშრომლებმა უკვე გარდაცვლილი იპოვეს. დადასტურდა, რომ მისი სიკვდილი მყისიერი იყო.

47 წლის მამაკაცი მოლდოვის მოქალაქეა. ამ დრომდე უცნობია, იყო ეს თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა.

საქმეს აგიოს ნიკოლაოსის პოლიცია იძიებს.

აღსანიშნავია, რომ ორი დრის წინ კრეტაზე კიდევ ორი თვითმკვლელობა მოხდა. ერთ შემთხვევაში 22 წლის ახალგაზრდამ თავი ხანიაში მოიკლა, ხოლო 57 წლის მამაკაცმა ირაკლიოში.

onalem

ტესტ