fbpx
კრიმინალი

კრეტა: ტურისტების ძარცვა სასტუმროში

28 მაისის საღამოს ადვოკატების საერთაშორისო ასოციაციაში დახმარების თხოვნით ზარი შევიდა. კრეტაზე, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ირაკლიოსთან ახლოს მდებარეობს, ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა. მძარცველები სასტუმროს ნომერში შეიჭრნენ. იქ რუსი ოჯახი, ბავშვებთან ერთად ისვენებდა. ქურდებმა სეიფი გატეხეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

რუსმა ტურისტებმა დაკარგეს თანხა უკანასკნელ ცენტამდე და ყველა საბუთი. საბერძნეთის პოლიცია უძლურია, ხალხი კი სასოწარკვეთილი.

ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ინციდენტზე?!

პირველ რიგში, როდესაც მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, დაზარალებული რეკავს ნომერზე 100 და პოლიციას მომხდარის შესახებ ატყობინებს. პოლიცია, თავის მხრივ ადგილზე მიდის და სპეციალისტებთან ერთად იქაურობას ამოწმებს. ტურისტებისთვის ასევე გამოძახებული უნდა იყოს პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც ეხმარება მათ, ვინაიდან ხშირად ტურისტები არ საუბრობენ რომელიმე უცხო ენაზე.

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის პოლიციის საქმიანობა ხშირად მოჩვენებითია. ისინი არ აწარმოებენ შემოწმებას, არ წერენ ოქმებს ან რაიმე სახის პროტოკოლს. საქმის გაჭიანურების ფონზე კი, ტურისტებს ვიზა ეწურებათ და სამშობლოში დაბრუნება უწევთ. ბევრი ფიქრობს, რომ ქურდობა სასტუმროს ხელმძღვანელობისა და მძარცველების ერთობლივი ნამოქმედარია და მათ პოლიცია იცავს კიდეც, რადგან პოლიცია კორუმპირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებელი თავის მხრივ სასტუმროც არის, რადგან ინციდენტი მის ტერიტორიაზე ხდება. ხშირად ბერძნულ სასტუმროებში კამერები დამონტაჟებული არ არის. მფლობელებს ამაში ზედმეტი ხარჯის გაწევა არ სურთ.

onalem

ტესტ