fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ტაქსის მძღოლმა ტურისტს მანქანაში დარჩენილი თანხა დაუბრუნა

მიუხედავად უამრავი დანაშაულისა და თაღლითობის ფაქტებისა, დღევანდელ დღეს მაინც არსებობენ პატიოსანი ადამიანები!

კრეტაზე, ხერსონისოსის ერთ-ერთი მკვიდრი ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ბრიტანელი ტურისტები გადაჰყავს.

ერთ დღეს, როდესაც ტურისტი დანიშნულების ადგილას მიიყვანა, მან თავის მანქანაში თანხა იპოვა, 960 გირვანქა სტერლინგი.

ის მიხვდა, რომ თანხა ტურისტს ეკუთვნოდა. მძღოლი უყოყმანოდ წავიდა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში, რათა ფულის პატრონი ეპოვნა.

პოლიციამ მიაგნო ტურისტულ კომპანიას, რომლითაც ბრიტანელი საბერძნეთში ჩამოვიდა და შეატყობინა, რომ ნაპოვნი იყო თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. ტურისტი უზომოდ ბედნიერი და გაოგნებული იყო. მან ტაქსის მძღოლს პატიოსნებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

onalem

ტესტ