fbpx
კრიმინალი

კრეტა: სასტუმროს თანამშრომელი დამსვენებელთა ნომრებიდან ფულს იპარავდა

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის შემთხვევები ხერსონისოსის ერთ-ერთ სასტუმროში ხდებოდა და ამის შესახებ უამრავი საჩივარი შედიოდა. საბოლოოდ, დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

კერძოდ, ის სასტუმროს ნომრებში შედიოდა და დამსვენებლების ფულს იპარავდა. ამოღებულია მის მფლობელობაში არსებული 2, 000 ევრო, რომელიც ნომრებიდა მოიპარა, 2018 წლის 17 აგვისტოს შემდეგ.

ამავე ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი თავად ამ სასტუმროს თანამშრომელია და თითოეულ ოთახში შესვლა თავისუფლად შეეძლო, ამ შესაძლებლობას კი ბოროტად იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი გუშინ დააკავეს, მას შემდეგ, რაც ტურისტებმა ფაქტზე წაასწრეს, როცა თანხას იპარავდა.

onalem

ტესტ