fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: საბერძნეთის პოლიციამ აეროპორტში 46 არალეგალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კრეტაზე, კერძოდ ხანიისა და ირაკლიოს აეროპორტებში 46 არალეგალი დააკავა. ისინი ევროპაში ყალბი პასპორტებით გადასვლას ცდილობდნენ.

უცხოელები არიან 17-დან 51 წლამდე ასაკის, კონკრეტულად კი: 24 სირიიდან, 10 ავღანეთიდან, 3 პალესტინიდან, 4 ირანიდან, ერთი იემენიდან, ერთი ინდოეთიდან, ერთი ალჟირიდან, ერთი ერაყიდან და ასევე ერთი ერიტრეადან. მათ საბუთების გაყალბების მუხლით გაასამართლებენ. მათთან ერთად არიან არასრულწლოვნებიც.

ირაკლიოს აეროპორტში 44 მათგანის დაკავება მოხდა, ხოლო ხანიაში დანარჩენი ორი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს.

onalem

ტესტ