fbpx
კრიმინალი

კრეტა: რუსმა ტურისტმა სასტუმროში ყველაფერი დალეწა, შემდეგ კი პოლიციელს დაესხა თავს

სერიოზული ინციდენტი კრეტაზე, კერძოდ, ხერსონისოსის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, თავის თანამემამულეებთან ერთად, სასტუმროში იყო დაბინავებული და კუნძულზე ისვენებდა. თუმცა, ერთ-ერთ დღეს მან მოულოდნელად ირგვლივ ყველაფრის ლეწვა დაიწყო, რაც კი ხელში ხვდებოდა.

სასტუმროს თანამშრომლებმა ნანახის შემდეგ პოლიციაში დარეკეს, რადგან მიხვდნენ, რომ რუსი ტურისტი საღ გონებაზე არ იყო.

როცა ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, ტურისტი მათზე თავდასხმასაც არ მოერიდა და ერთ-ერთ მათგანს ხანძარსაწინააღმდეგო ბალონით დაზიანებები მიაყენა.

ამავე ინფორმაციით, პოლიციელს მსუბუქი დაზიანებები აქვს, თუმცა, უნიფორმა, რომელიც მას ეცვა, ფაქტობრივად, განადგურდა.

ცნობილია, რომ ტურისტი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ