fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პროფესია ქურდი – მოპარულია 15, 000 ევრო!

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტას პოლიციამ 25 წლის ბერძენი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალაგზრდა მამაკაცს ძარცვის წინ მთელი გეგმა ჰქონდა დასახული. ის სახლებში მაშინ შედიოდა, როცა პატრონები წასულები იყვნენ.

მან ძარცვა 2 აპრილიდან დაიწყო და ბოლო დანაშაული 9 ივნისს ჩაიდინა.

სამართალდამცავების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ 25 წლის მამაკაცმა ბოლო ორი თვის მანძილზე 10 სახლი გაძარცვა, თუმცა, ჰქონდა სხვა მცდელობებიც.

მის მიერ მოპარული თანხა 15, 000 ევროს უდრის, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკაც.

გამოძიებას ირაკლიოს პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

onalem

ტესტ