fbpx
საზოგადოება

კრეტა: 8 თვის ორსულ დამლაგებელ ქალს ხუთი თვეა ხელფასს არ უხდიან

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ΟΑΕΔ-ის ფეხმძიმე თანამშრომელს უკვე ხუთი თვეა, რაც ხელფასს არ უხდიან და ამასთანავე, მას დაზღვევაც არ აქვს. ამ ყველაფრის გამო კი, დამლაგებელმა ქალმა დეკრეტული შვებულების აღება ვერ შეძლო.

მან ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა სადაზღვევო კომპანიაში მივიდა. აღმოაჩინა, რომ დაზღვევა საერთოდ არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ შემთხვევისა, კომპანიაში მუშაობს 478 დამლაგებელი და მათაც მხოლოდ კოლეგის ამბის შემდეგ გაიგეს, რომ დაუზღვევლები არიან.

“ეს კონკრეტული თანამშრომელი ქალი ორსულობის მე-8 თვეშია. ის ირაკლიოს სადაზღვევო კომპანიაში მივიდა, რათა დეკრეტული შვებულება მოეთხოვა. იქ კი უთხრეს, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რადგან დაზღვეული არ იყო.

და ეს ხდება ΟΑΕΔ-ში, იქ, სადაც ყველა დაუსაქმებელი გარბის. ეს უბრალოდ უპრეცენდენტოა. ვინმემ ამ შემთხვევაზე პასუხი უნდა აგოს,” აცხადებს ირაკლიოს მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

 

onalem

ტესტ