fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ორი შვილის 31 წლის მამამ უმუშევრობის გამო თავი მოიკლა

კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს  მახლობლად მდებარე დასახლებაში 31 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ტყვია გულ-მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი. მას ორი შვილი დარჩა. გარდაცვლილი მამაკაცი საკუთარმა დედამ იპოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 წლის ახალგაზრდა უმუშევარი იყო, რაც ფსიქოლოგიურად საშინლად თრგუნავდა. ის განქორწინებული იყო და ყოფილ მეუღლესთან 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

მამაკაცის დედა შვილთან დაკონტაქტებას შაბათს, ტელეფონის საშუალებით ცდილობდა, ხოლო კვირას ის მის სახლში მივიდა, სადაც უკვე გარდაცვლილი ნახა.

მან წერილიც კი დატოვა, რომელშიც საკუთარ შვილებსა და ოჯახს გამოემშვიდობა.

”ეს კუნძულზე კიდევ ერთი სუიციდია, რომელმაც ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო,” წერია ერთ-ერთ ვებ-გვერდზე.

მედია ხშირად არ აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, შემცირდა თუ გაიზარდა სუიციდის შემთხვევების რიცხვი, ფინანსური პრობლემების ფონზე, ბოლო ორი წლის მანძილზე. შესაძლოა, ყველა შემთხვევა არ ვრცელდება, თუმცა, ფაქტია, რომ თვითმკვლელობები ხდება ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ეს ეკონომიკურ კიზისამდე იყო. კრიზისის დაწყების შემდეგ კი 8 წელი გავიდა.

onalem

ტესტ