fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ნათლობიდან მომავალი ახალგაზრდა მანქანით კლდიდან გადავარდა

შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რას განიცდის გიორგო ფსათოგიანაკის ოჯახი მას შემდეგ, რაც ის შაბათს შუადღეს ვათი-კეფალის ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგო ნათლობიდან ბრუნდებოდა და როგორც პოლიცია იტყობინება, საჭეზე კონტროლი დაკარგა, შედეგად ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ბიჭის მანქანა შაბათს შუადღეს იპოვეს. ადგილი ძალიან მიუდგომელი იყო, რის გამოც საქმეში სახანძრო ბრიგადა ჩაერია და ცხედარი ზემოთ ამოიტანეს.

მისი ოჯახის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის აუტანელი ტკივილია, რომ გიორგოს ვეღარასოდეს ნახავენ.

ის დღეს აგიოს გიორგიუს ეკლესიაში დაასვენეს, ხოლო 14:00 საათზე მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

onalem

ტესტ