fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა – მშობლები თავიანთ ოთხ შვილს სასტიკად სცემდნენ

42 წლის მამაკაცსა და 33 წლის ქალს ორ-ორი შვილი წინა ქორწინებებიდან ჰყავდათ. ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ბავშვებს სასტიკად სცემდნენ.

საშინელებას ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც პოლიციაში ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ საჩივარი შევიდა. ოთხივე ბავშვი არასრულწლოვანია, სამი მათგანი 9, 5 და 3 წლისაა, ხოლო ერთი გოგონა შედარებით დიდი, 14 წლის.

33 წლის ქალი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა, ხოლო მისი 42 წლის მეორე ნახევარი მათ ფსიქოლოგიურად ტანჯავდა.

წყვილი ყველა შემთხვევის შემდეგ დაუსჯელი რჩებოდა. 14 წლის გოგონასაც კი, რომელიც 42 წლის მამაკაცის შვილი იყო, სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ.

პოლიციამ ცოლ-ქმარი უკვე დააპატიმრა. ბავშვები ხანიის პოლიციის განყოფილებაში დარჩებიან, ვიდრე ოჯახის ნათესავები წაიყვანენ.

onalem

ტესტ