fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: მღვდელმა საკუთარი ოჯახი სხვა ქალის გამო მიატოვა

კუნძულ კრეტაზე მღვდლის ცოლმა საკუთარი ქმრის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადი შეიტანა. გამოძების შედეგად აღმოჩნდა, რომ მღვდელი კუნძულიდან სხვა ქალთან ერთად ნავით გაემგზავრა.

ამ ამბავმა კრეტას საზოგადოება ძალიან გააღიზიანა, ვინაიდან ცოტა ხნის წინ ასევე დააკავეს მღვდელი, რომელიც დიდი რაოდენობით მარიხუანასა და ჰაშიშს ინახავდა. ახლა კი გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის მთავარი გმირიც ისევ სასულიერო პირია. მან საკუთარი ოჯახი სხვა ქალის სიყვარულს შესწირა.

მის ცოლს მომხდარის დაჯერება უჭირს. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საკუთარ ქმარს ამის გაკეთება შეეძლო.

ამავე დროს, ეკლესია, რომელშიც მღვდელი მსახურობდა, მას შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ