fbpx
კატეგორიის გარეშე

კრეტა: მამაკაცი, რომელმაც სამი შვილი მდინარეში დაახრჩო, 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს

1999 წელს კრეტაზე საზარელი დანაშაული მოხდა. მამაკაცმა საკუთარი სამი შვილი ალმიროს მდინარეში ჩაახრჩო. ის სასჯელს კუნძულის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა, თუმცა, ის დღეს, 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიორგოს მეტაქსაკისი და მისი მეუღლე 1986 წლიდან იყვნენ ერთად. ჰყავდათ ოთხი შვილი, თუმცა, მათი ცხოვრება მშვიდი არასოდეს ყოფილა. მათ სახლში მუდმივად ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმოდა, მამაკაცი ძალადობდა კიდეც მასზე. რამდენჯერმე ის ცოლმა სახლიდან გააგდო.

თუმცა, 1999 წელს მან ოთხივე შვილი გაიტაცა და ამ გზით ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ სახლში დაებრუნებინა. ის მათი მოკვლით იმუქრებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, არავის ეშინოდა, რომ ის თავის ერთ გოგონასა და ოთხ ბიჭს რაიმეს ავნებდა, რადგან ერთადერთი, რაც მას სურდა, სახლში დაბრუნება იყო. თუმცა, ამაში ყველა ცდებოდა.

1999 წლის 20 სექტემბერს მან 12, 10, 4 და 2 წლის შვილები ალმიროს მდინარეზე წაიყვანა, 12 წლის გოგონა გაკოჭა რათა არ ემოძრავა, ხოლო დანარჩენი პატარები მდინარეში გადაყარა, რომელიც საშინლად ცივი და სწრაფი იყო.

შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და გოგონაც თან წაიყვანა, რომელიც მოხოს ტერიტორიაზე მიატოვა.

onalem

ტესტ