კრეტა: მამაკაცი დიდი სიმაღლიდან გადმოხტა, თუმცა, გადარჩა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ირაკლიოში მამაკაცი დიდი სიმაღლიდან გადმოხტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი 14:30 საათზე მოხდა.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რის გამო მიიღო შუახნის მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება და იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა.

სასწრაფო დახმარების მანქანით დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული თავის არეში, რის გამოც მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

მამაკაცის ასაკი 40-დან 50 წლამდეა.

 

melano

ტესტ