fbpx
საბერძნეთი

კრეტა: გოგონასთან ურთიერთობის გამო 18 წლის ბიჭზე 4 საათის მანძილზე სექსუალურად ძალადობდნენ

შოკისმომგვრელი ინფორმაცია კრეტას კუნძულიდან დაუჯერებელად ჟღერს!

საჩივარი 18 წლის ბიჭმა 2012 წელს შეიტანა, თუმცა, ინფორმაცია კრეტას ადგილობრივმა მედიამ დღეს გავრცელა.

როგორც ჩანს, 18 წლის ბიჭს 14 წლის გოგონასთან ქონდა ურთიერთობა. ეს ფაქტი 14 წლის მოზარდის ნათესავებს არ მოეწონათ. სამმა მამაკაცმა 18 წლის ბიჭი დაიჭირა და 4 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ ჩაკეტილი. თავიდან ემუქრებოდნენ რომ მოკლავდნენ, თუმცა, სცემეს და გააუპატიურეს.

ეს ყველაფერი ვიდეოზეც კი აღბეჭდეს.

უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა მომხდარის შესახებ თავის ახლობლებს მოუყვა, შემდეგ კი, მათი დაჟინებული მოთხოვნით, პოლიციაში მივიდა და მოძალადეებს უჩივლა.

სამივე მამაკაცმა მომხდარი უარყო და პირიქით, ბიჭს 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში დასდეს ბრალი.

კრეტის სასამართლომ 18 წლის ბიჭი უდანაშაულოდ სცნო. 

თითქმის 6 წლის შემდეგ კი, სამი მამაკაცი, რომელთაც ბიჭი გააუპატიურეს, უმძიმესი ბრალდებებით სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.