fbpx
საზოგადოება

კრეტა: ცნობილმა ბიზნესმენმა საკუთარ კომპანიაში თავი ჩამოიხრჩო

დღეს ირაკლიოს ბიზნეს სამყარო შეძრა გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც კუნძულზე ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კერძოდ, 49 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი კომპანიის ოფისში ჩამოიხრჩო და ის ამ მდგომარეობაში შუაღამეს, 02:20 საათზე იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ექსპერტების ჯგუფი.

ოჯახის წევრები სამართალდამცავებთან აცხადებენ, რომ ცნობილი ბიზნესმენი სიცოცხლის ბოლო საათების მანძილზე ძალიან უცნაურად იქცეოდა და ამაზე ღელავდნენ, თუმცა, ვერ იფიქრებდნენ, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მისი ცხედარი აუტოფსიისთვის მორგში გადაასვენეს.

როგორც ცნობილია, 49 წლის მამაკაცმა, მას შემდეგ, რაც საკუთარ ოფისში მარტო დარჩა, თავი დენის კაბელით ჩამოიხრჩო.

წინასწარი ინფრომაციით, თვითმკვლელობის მიზეზი პირადი პრობლემებია, თუმცა, დაზუსტებით ამის შესახებ ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ