fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ცნობილი ექიმი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

დღეს დილით, კუნძულ კრეტაზე, სოფელ პილალიმატაში 62 წლის ექიმი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს.

neakriti.gr-ის ინფორმაციით მამაკაცს სულ 4 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ასევე ნატყვიარები აღინიშნებოდა მანქანის საქარე მინასა და კარზე, რომელ მხარესაც ექიმი იჯდა.

იგივე წყაროზე დაყრდნობით, ის სიტიაში ცნობილი კარდიოლოგია.

პოლიციის ვარაუდით, ექიმს უთვალთვალებდნენ, შემდეგ ჩაუსაფრდნენ და ესროლეს.

არსებობს თვითმხილველი, 73 წლის მონადირე, რომელმაც დაინახა, როგორ ესროლეს 62 წლის მამაკაცს და ყვირილი დაიწყო, თუმცა, მან დამნაშავის სახის გარჩევა ვერ მოახერხა. მკვლელი მანქანით თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

onalem

ტესტ