კრეტა: ბერძენი ქალი უცხოელ მძარცველებს გაქცევაში ეხმარებოდა

35 წლის ქალს საკუთარი მანქანით დაჰყავდა ორი უცხოელი, რომელიც რეთიმნოსა და ხანიაში ბინებს ძარცვავდა, შემდეგ კი გარბოდა!

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მათ ხუთი ბინა გაძარცვეს, თან წაიღეს ფული და საიუველირო ნივთები, რომელთა ფასი 35,000 ევროზე მეტია.

დაჯგუფების მოქმედება პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მაშინ, როცა ქალი და ორი ყაჩაღი დააკავეს, როდესაც ისინი რეთიმნოს ტერიტორიაზე, 43 წლის კაცის სახლიდან გარბოდნენ, საიდანაც მათ 565 ევრო და სამკაულები წამოიღეს.

35 წლის ქალის ავტომანქანაში აღმოჩენილია მცირე რაოდენობით ჰეროინი, სამი მობილური, ყალბი რუმინული სამგზავრო დოკუმენტები და კიდევ 160 ევრო. რეთიმნოს პროკურორმა ბრალი წაუყენა უცხოელებსა და ბერძენ ქალბატონს, ქურდობაზე და საბუთების გაყალებაზე, ხოლო 34 წლის კაცს, ნარკოლოგიური სამართლის დარღვევისათვის.

მას ასევე, ბრალდება ქურდობის მცდელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

melano

ტესტ