fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: არასრულწლოვანი გოგონა სახლიდან წავიდა და მამას წერილი დაუტოვა

შემთხვევა კუნძულ კრეტაზე, მესარაში მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა შეყვარებულთან ერთად გაუჩინარდა და სახლიდან წასვლის შესახებ მამას SMS-ით შეატყობინა.

16 წლის გოგონა თავის პარტნიორთან ერთად სახლიდან კვირას, 6 აგვისტოს, ღამით გაიპარა. მან მშობლებს უბრალოდ მესიჯი მისწერა. შინაარსი ასეთი იყო: ”მე შეყვარებულთან ერთად წავედი. არ მეძებოთ!” 

მამა საკუთარ ქალიშვილს რამდენიმე საათი უშედეგოდ ეძებდა. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განცხადება შეიტანა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს, რათა გოგონას ადგილსამყოფელი დადგინდეს.

onalem

ტესტ