fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: 3 წლის ბავშვი კინაღამ მიწისთხილის მსხვერპლი გახდა

ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც 3 წლის ბავშვს საშინელი ხველა და ცხელება დაეწყო. ის მშობლებმა, რა თქმა უნდა, სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია იყო საჭირო. მიზეზი, თავად გაციება ან რომელიმე ვირუსი ეგონათ, თუმცა, საქმე სრულიად სხვა რამეში იყო. 3 წლის ბიჭს მიწისთხილი ნაჭუჭიანად ჰქონდა გადაყლაპული და ბრონქებში გადასცდა.

ექიმებმა სასუნთქ სისტემაში უცხო სხეული აღმოაჩინეს და ბიჭი საოპერაციო ოთახში შეიყვანეს, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ეს იყო ურთულესი პროცესი, რადგან მიწისთხილი ისეთ პოზიციაში იყო, რომ მისი ამოღება დიდ რისკებს შეიცავდა. პარალელურად შეჭრილი იყო ინფექცია.

ბავშვის მშობლებმა მძიმე დღეები გამოიარეს, ისინი უყურებდნენ შვილს, რომელიც სიკვდილს ერთი კვირის მანძილზე ებრძოდა, თუმცა, ოპერაცი წარმატებით დასრულდა.

ექიმების დიდი ძალისხმევით მისი ორგანიზმიდან უცხო სხეულის ამოღება მოხერხდა. ახლა ის რეაბილიტაციის ეტაპზეა.

onalem

ტესტ